ავიაკომპანია ,,ვიზეარი’’ ქუთაისის აეროპორტიდან ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენებს იწყებს. აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ბუდაპეშტის მიმართულებით პირველი რეისი 30 სექტემბერს შესრულდება. ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება, ხოლო ავიაბილეთი 40–დან 70 ევრომდე ეღირება.
ამავე ფასად „ვიზეარი“ ვილნიუსში კვირაში ორჯერ დაფრინავს. ავიაკომპანია ამ დროისთვის კიევის, დონეცკის და ვარშავის მიმართულებით დაფრინავს. უნგრული ,,ვიზეარის’’ გარდა ქუთაისის აეროპორტში ბელორუსული ,,ბელავია’’, რუსული ,,ურალი’’ და ,,სიბირის ავიახაზები’’, ასევე ქართული ,,აირზენა’’ ოპერირებენ.
მასალის გამოყენების პირობები