Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1340786541_erovnuli_gamocdebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1340786541_erovnuli_gamocdebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1340786541_erovnuli_gamocdebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1340786541_erovnuli_gamocdebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება
საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება, - ამის შესახებ ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა , მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაია მიმინოშვილის თქმით, მე-12კლასელებს ჯერ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, რათა შემდგომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა. გამოსაშვები გამოცდები ორ ნაწილად არის გაყოფილი. მე-12 კლასელები გამოცდას ოთხ საგანში ჩააბარებენ - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში. მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ მე-12 კლასელების საგამოცდო პერიოდი 20 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. მისივე თქმით, 20 მაისს მოსწავლეები კომპიუტერთან საგამოცდო პროგრამას გაეცნობიან და ივარჯიშებენ. უშუალოდ გამოცდა 21 მაისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაიწყება და ბოლო გამოცდა 24 მაისს მათემატიკაში იქნება. მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ გამოცდებზე იმ მეთორმეტე კლასელებსაც იწვევენ, რომლებმაც შემოდგომის სესიაზე რომელიმე საგანში ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს და მათ ექნებათ შესაძლებლობა, ხელახლა ჩააბარონ ამ საგანში გამოცდა. ამასთან, 25 მაისს იქნება გამოცდა არაქართულენოვანი სკოლების მე-12 კლასელებისთვის ქიმიაში და იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ქიმიაში ბარიერი ვერ გადალახეს. მეთერთმეტე კლასელებისათვის საგამოცდო პერიოდი 25 მაისს დასრულდება. მიმინოშვილის განცხადებით, რეგისტრირებული მე-12 კლასელების რაოდენობა წელს უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში იყო და 38 000-ზე მეტს შეადგენს. მე-12 კლასელებს საგამოცდო მოსაწვევი ბარათები მაისის ბოლოს დაურიგდებათ. ბარათებში გაწერილი იქნება განრიგი და დრო, თუ როდის უნდა ჩააბარონ საგნებში გამოცდები. ამასთან, მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში დარეგისტრირებულია 36 500 აბიტურიენტი და მათი უმეტესობა მე-12 კლასელები არიან. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ წელს საგნებში მე-12 კლასელებისათვის ბარიერი შეადგენს 5-დან 10 ბალიან შკალას და მოსწავლეებმა გამოცდის ჩასაბარებლად სულ მცირე 5.5 ქულა უნდა მიიღონ, რათა გამოცდა დაძლიონ. მაია მიმინოშვილმა წარმატება უსურვა მე-12 კლასელებს და იმედი გამოთქვა, რომ მათი უმეტესობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღებს შემდგომ მონაწილეობას. ამასთან, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში 26 ივნისს დაიწყება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.