Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/3809axalaia-data1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
საბერძნეთის სასამართლო დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე მომავალ კვირას იმსჯელებს
საბერძნეთის სასამართლო დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე მომავალი კვირის დასაწყისში იმსჯელებს. ექსტრადირების საკითხის განხილვას ახალაიას ქართველი ადვოკატიც დაესწრება. ექსტრადირების საკითხზე პროცესი გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. თუ კი სასამართლო გადაწყვეტს, რომ ახალაიას ექსტრადირება საქართველოში არ უნდა მოხდეს, განიხილება მისი პოლიტიკური თავშესაფრის საკითხიც. დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა დაადასტურა, რომ საბერძნეთში გამგზავრებას გეგმავს. "საბერძნეთში წასვლას ვაპირებ. საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებ და იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დაცვა განვახორციელო", - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა. ახალაიას ბერძენი ადვოკატის, ალექსანდროს პაპასტერიოპულოსის ინფორმაციით, დათა ახალაია საბერძნეთში მაშინ დააკავეს, როდესაც ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა. "ბატონი ახალაია დააკავეს 27 მარტს, ქალაქ პატრასში. იგი ქვეყნის დატოვებას იტალიის მიმართულებით, ყალბი პასპორტის გამოყენებით, ოთარ ურუშაძის სახელის გამოყენებით გეგმავდა. დაკავების შემდეგ სასამართლომ მას 40-დღიანი წინასწარი პატირმობა შეუფარდა. ორი დღის წინ დადგინდა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი დავით ახალაიაა. მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მის ექსტრადიციას ითხოვს. ამ საკითხის განხილვა 15 დღის ვადაში უნდა მოხდეს. პარალელურად, ახალაიამ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელია, მისი ძმა კი ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია. ახალაია აცხადებს, რომ უდანაშაულოა. პოლიტიკური თავშესაფრის განხილვის საკითხი მოხდება ექსპტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ", - განაცხადა ალექსანდროს პაპასტერიოპულოსმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.