Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/201011253558.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ძალოვანებისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა 400-დან 2 000 ლარამდე იქნება
სამართალდამცავთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმის ქვედა ზღვარი 400 ლარი იქნება. უცვლელი რჩება ფულადი სანქციის ზედა ზღვარი, რომელიც 2 000-ლარს შეადგენს. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" შესაბამის – 173-ე მუხლში გასულ წელს განხორციელდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სამართალდამცავთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევებზე ფულად სანქციად განისაზღვრა ჯარიმა - 2 000-ლარამდე ოდენობით. კერძოდ, კოდექსში ჩაიწერა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა), გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის ცვლილებები, რომლის თანახმად, იცვლება ადმინისტრაციული სახდელის ზომა და განისაზღვრება საჯარიმო თანხის ქვედა ზღვარი 400 ლარით, ხოლო ზედა ზღვარი – 2 000 ლარამდე უცვლელი დარჩება. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია. მის განხილვას მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.