სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში, არკანზასისა და ოკლაჰომას შტატებში მომხდარი ტორნადოს შედეგად. ამის შესახებ CNN იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად არკანზასის შტატის ქალაქები ვილონია და მეიფლაუერი დაზარალდა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის განცხადებით, დაზიანდა 70-მდე სახლი, დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
CNN-ის ცნობით, მაშველები ამ დრომდე ახორციელებენ სამაშველო სამუშაოებს.
მასალის გამოყენების პირობები