28 აპრილს თბილისს ცნობილი თურქი მსახიობი, იუნესკო-ს კეთილი ნების ელჩი მურატ ილდირიმი ეწვევა. მსახიობი სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტების საქველმოქმედო ორგანიზაციას, “დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს”. ის აქტიურად ეხმარება თურქეთში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და საქართველოში მისი ვიზიტის მიზანიც სიცოცხლისთვის მებრძოლი პატარების დახმარებაა.
მსახიობი 12:30 საათზე , “თბილისი მარიოტში” პრესკონფერენციას გამართავს, 16:00 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს მოინახულებს. მურად ილდირიმი თურქეთში 29 აპრილს გაემგზავრება.
მასალის გამოყენების პირობები