ბაზრობის მოვაჭრეებს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2015 წლის 1 იანვრამდე უგრძელდებათ. მათ სალარო-აპარატების გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა მომავალ წლამდე ექნებათ, ნაცვლად მიმდინარე წლის 1 ივლისისა.
ამ მიმართულებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები კიდევ ერთხელ შედის. პროექტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ მოამზადა და მისი განხილვის პროცესი პარლამენტში უკვე დაწყებულია.
მასალის გამოყენების პირობები