დღეს ქუთაისში ქალაქის დღესასწაულს – "გვირილობას" აღნიშნავენ. ქუთაის ქალაქობა დილიდან ქუთაისის მახლობლად მუხრანის ტყე-პარკში დაიწყო,სადაც უამრავი სპორტული და თეატრალური სანახაობა ეწყობა. დღეს ღონისძიებას, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. დღის ბოლოს კონცერტი და ცეცხლოვანი ლაზერშოუ გაიმართება.
"გვირილობის" აღნიშვნის ტრადიცია ქუთაისში მე-19 საუკუნიდან მოდის, რომელიც ქველმოქმედებას უკავშირდება. ქუთაისელი ლამაზმანები და "გიმნაზისტკები" მაშინ გვირილებს ყიდდნენ, შემოსული თანხით კი ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს ეხმარებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები