Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/70th-award.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
Freedom House-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველო 93-ე ადგილს იკავებს
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის პრესის თავისუფლების 2014 წლის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა 3 პუნქტით გაუმჯობესდა და 197 ქვეყანას შორის 93-ე ადგილი დაიკავა. ამასთან, პოზიციის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო მედიის თვალსაზრისით, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა და მისი თავისუფლება 47 ქულით შეფასდა, რაც შარშანდელთან შედარებით, 2 ქულით გაუმჯობესებულია (49 ქულა). როგორც Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული, რეგიონში ყველაზე პოზიტიური ცვლილებები, პრესის თავისუფლების მხრივ საქართველოსა და ყირგიზეთში განხორციელდა. "მცირედი გაუმჯობესება შეინიშნებოდა საქართველოში, რომლის რეიტინგიც 49 ქულიდან 47 ქულით შეიცვალა კანონმდებლობაში must carry/must offer-ის მუდმივი ვალდებულების გაჩენის გამო, რომლის თანახმად საკაბელო კომპანიები ვალდებულები გახდნენ ყველა სატელევიზიო მაუწყებელს მოემსახურონ. ასევე საარჩევნო წლის განმავლობაში ნაკლებად აღინიშნებოდა ჟურნალისტების დაშინებისა და მათ წინააღმდეგ ძალადობის გამომხატველი ინციდენტები", - ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში. Freedom House-ის პრესის თავისუფლების კვლევას 197 ქვეყანაში ატარებს. ორგანიზაცია პრესის თავისუფლებას სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით აფასებს. შეფასება 100-ქულიანი სისტემით ხდება. თავისუფალ ქვეყნებად ითვლებიან ის ქვეყნები, რომლებიც 0-დან 30 ქულამდე დააგროვებენ, 31-დან 60 ქულამდე – ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებად, 61-დან 100-მდე კი არათავისუფლად. ამასთან, 2014 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში ყველაზე თავისუფალ ქვეყნებად ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ბელგია და ფინეთი დასახელდნენ, პრესის თავისუფლების მხრივ კი ყველაზე ცუდი მდგომარეობა ბელორუსში, ერითრეაში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და ჩრდილოეთ კორეაშია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.