Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
შსს დავით კოდუას ცემის ფატქზე დაკავებულის აღიარებით ჩვენებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის აღიარებით ჩვენებას აქვეყნებს. აღიარებით ვიდეოჩვენებაში ნოშრევან ნამორაძე ყვება თუ რა გახდა დავით კოდუასთან მისი დაპირისპირების მიზეზი და რატომ სცემა. "დათო კოდუა, შემთხვევით შემხვდა ბარნოვის ქუჩაზე. ვინაიდან მე მასთან მქონდა გარკვეული პრეტენზიები იმის გამო, რომ 2008 წელს დავით და ერეკლე კოდუებმა დაგეგმეს ჩემი დაჭერა - ნარკოტიკის ჩადება. შემომივარდნენ სახლში, ჩამიდეს ნარკოტიკი და დამიჭირეს. ამის სანაცვლოდ წაიღეს მთელი ჩემი ქონება, გადამახდევინეს ნახევარი მილიონი ლარი. ვიყავი "ტიფლის დეველოპმენტის" დამფუძნებელი, 50%-იანი წილის მფლობელი. გადაიფორმეს ყველაფერი და ასე ვთქვათ, წამართვეს, ამახიეს ქონება. ეს იყო მოტივი. მანამდე მე შევხვდი დათო კოდუას და ვუთხარი, რომ ეს ამბავი ასე არ დამთავრდებოდა და სიმართლე უნდა დადგენილიყო - ქონება უნდა დამბრუნებოდა, ეს ლაფი და სიბინძურე, რაც მათმა ქმედებამ გამოიწვია ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო. მან არ ისურვა ამ ყველაფრის დალაგება. შემთხვევით შევხვდი ბარნოვის ქუჩაზე, ძალის გამოყენება მომიწია და ვცემე. ჩემი ერთი წლის ბავშვი იყო ამ ყველაფრის მომსწრე, როდესაც სახლში შემომივარდნენ და დამიდეს ნარკოტიკი. მე ამას არ ვაპატიებდი არც ერეკლე და არც დათო კოდუას. ეს ყველაფერი ქონების გამო მოხდა. ქონება წაიღეს, ნახევარი მილიონი გადამახდევინეს და ასე დამთავრდა 2008 წელს ეს ისტორია", - აცხადებს ნოშრევან ნამორაძე. შეგახსენებთ, რომ დავით კოდუაზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, მოგვიანებით კი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.