თბილისის იუსტიციის სახლში დღეს,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ქორწინების სახლი გაიხსნება.
პირველ წყვილს – ნიკა ჩიტიშვილსა და ასმათ ნასყიდაშვილს თავად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უმასპინძლებს და მათთან ერთად გახსნის ქორწინების სახლს.
აღსანიშნავია,რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით,შეიცვალა ქორწინების მოწმობის ძველი დიზაინი და დღეიდან საქართველოში ყველა დაქორწინებულ წყვილს ახალი დიზაინის,ორიგინალური ქორწინების მოწმობა გადაეცემა.
ცნობისთვის, იუსტიციის სახლში, სანაპიროს ქუჩა #2–ში მდებარე ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია: ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი (დასვენების დღეები: სამშაბათი, ოთხშაბათი). მოქალაქეთა მიღება წარმოებს: 09:30–დან 17:00 საათამდე.
აღნიშნულ სამსახურში, ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური საზეიმო მომსახურების საფასური შაბათ–კვირას – 150 ლარი, ხოლო სხვა ნებისმიერ სამუშაო დღეს 90 ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები