ერთი ადამიანი დაიღუპა,ერთი კი დაკარგულად ითვლება იტალიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად.
სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სენიგალიას პროვინცია დააზარალა. ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ჩეზანო.
დატბორილია რამდენიმე ქუჩა. მობილიზებულია სამაშველო სამსახური-მეხანძრეების ჯგუფები და პოლიცია.
სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენები ჩაერთო. მთლიანად ევაკუირებულია სოფელი ვალონე.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
მასალის გამოყენების პირობები