დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, დღეს დილით ტვინმა შეშუპება დაიწყო, - აღნიშნული ინფორმაცია "ფეისბუქით" ბიზნესმენის ძმის მეუღლემ, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გუშინ გაავრცელა.
როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ოჯახს ექიმები უცხოელი ექიმების სასწრაფოდ ჩამოყვანას ურჩევენ.
"ინტერპრესნიუსი" დავით კოდუას ძმას, გიორგი კოდუას ესაუბრა, რომლის ცნობით, გუშინ დაფიქსირდა მცირედი სისხლჩაქცევა ტვინში. პაციენტს აქვს მძიმე კონტუზია და მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ვერ ხერხდება. "ვფიქრობთ ექიმების ჩამოყვანაზე, რადგან მისი ადგილიდან დაძვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია", – აღნიშნა მან.
დავით კოდუას შაბათს აბაშიძის ქუჩაზე დაესხნენ თავს. ცემის ფაქტზე დაკავებულია ნოშრევან ნამორაძე, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები