Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/334745091358946482_ucha_nanuashvili_6.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
უჩა ნანუშვილი, შსს-ს დავით კოდუას ცემის ფაქტზე გამოძიების ეფექტური ჩატარებისკენ მოუწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დავით კოდუას ცემის ფაქტზე, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. რადიო "ათინათი" სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც დავით კოდუას ცემის ფაქტს აღიარებს და გამოძიება უკვე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა). საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მიუხედავად ნოშრევან ნამორაძის აღიარებითი ჩვენებისა, გამოძიების სრულყოფილად, ყოველმხრივ და ეფექტურად ჩატარებისათვის აუცილებელია უმოკლეს ვადებში საგამოძიებო ორგანოებმა მოიძიონ და შეკრიბონ ყველა შესაძლო მტკიცებულება, მათ შორის, ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და თვითმხილველთა ჩვენებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა დანაშაულის სათანადო კვალიფიკაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, შესაძლოა დაკვალიფიცირდეს ცემად, თუკი მას არ მოჰყოლია ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. მაშინ როცა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით დავით კოდუა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. საქართველოს სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს, თუნდაც დანაშაულის არსებობისას, კერძო პირების მიერ თვითნებურად, შურისძიების მოტივით, ნებისმიერი პირის დასჯასა თუ დასჯის მცდელობას. მსგავსი შემთხვევების პრევენცია კი მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული სწრაფი, ეფექტური გამოძიებითა და ყველა დამნაშავე პირის სათანადოდ დასჯით არის შესაძლებელი". - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.