სინოპტიკოსები დღეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ნალექს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10–15 მეტრი/წამში.
ბარში 17–22 გრადუსი სითბო იქნება, მთაში 12–17, ხოლო მაღალ მთაში 9–14.
სინოტიკოსები დღეს ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში პროგნოზირებენ, ზოგან მოსალოდენლია ძლიერი და სეტყვა. აქაც იქროლებს დასავლეთის ქარი 10–15 მეტრი/წამში, რომელიც ზოგან 20–25 მეტრ/წამამდე გაძლიერდება.
დაბლობში 21–26 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, მთაში 18–23, მაღალ მთაში კი 10–15.
სინოპტიკოსები დღეს თბილისშიც პროგნოზირებენ ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს. დაუბერავს ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10–15 მეტრი/წამში, რომელიც დროგამოშვებით 20–25 მეტრ/წამამდე გაძლიერდება.ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.
მასალის გამოყენების პირობები