მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 45 წლისაა.საიბიულეო თარიღს კოლექტივი საგასტროლო ტურით აღნიშნავს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება და ის 19 სექტემბერს ზუგდიდში დაიწყება.
მომდევნო კონცერტები 20, 21 და 22 სექტემბერს – ოზურგეთში, ბათუმსა და ბოლნისში შედგება.საიუბილეო ტური გრანდიოზული კონცერტით ანსამბლის მშობლიურ ქალაქ რუსთავში გაიმართება. ასევე დაგეგმილია მსოფლიო გასტროლები იტალიაში, ჩინეთში, მალაიაზიაში, ტაივანში და სხვა ქვეყნებში .
მასალის გამოყენების პირობები