საჩხერის რაიონიდან გატაცებულია 7 მოქალაქე. დაკავება ცენტრალური ავტომაგისტრალიდან ზუსტად 3 კილომეტრში მოხდა.
საოკუპაციო რეჟიმმა მძევლები ცხინვალის მიმართულებით წაიყვანა. ოჯახებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია.
მოსახლეობა პანიკაშია და დახმარებას ითხოვს. ბოლო ერთ თვეში უკანონო დაკავება თითქმის ყოველდღე ხდება. ეს მაისის თვეში გატაცების უკვე მეშვიდე შემთხვევაა. ცხინვალის იზოლატორში 20-ზე მეტი მძევალია მოთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები