Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/SAM_0002.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/SAM_0002.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/SAM_0002.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/SAM_0002.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
„მე ვაფინანსებ“ - საზოგადოებრივი დაფინანსების უნიკალური ინტერნეტ პლატფორმა საქართველოში
დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კოალიციური პროექტის - „მე ვაფინანსებ“ პრეზენტაცია გაიმართა. ინტერნეტ პლატფორმის მთავარი მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის შემოწირულობის მოზიდვის მხარდაჭერა. პროექტს „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია“ და „რეგიონული განვითარების ქსელი“ ახორციელებს. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს სთავაზობს საკუთარი იდეები და პროექტები ვებ-გვერდზე - www.mevafinanseb.org განათავსონ და დაფინანსება საზოგადოებისგან მიიღონ. დამფინანსებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც ამა თუ იმ პროექტის მხარდასაჭერად თანხას მარტივად, პლასტიკური ბარათის მეშვეობით გადარიცხავს. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურში ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლოა მონაწილეობის მიღება. ორგანიზაციებმა საკონკურსო განაცხადები მაილზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it უნდა გადააგზავნონ. საზოგადოებრივი დაფინანსების ინტერნეტ პლატფორმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია. როგორც შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელმა, ნინიკო გლახაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი დაფინანსების საიტებმა, მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიებს და კერძო პირებს მილიარდობით დოლარის მოზიდვაში დაეხმარათ. პროექტი “ფონდ ღია” საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.