სულ მცირე 201 ადამიანი დაიღუპა თურქეთის დასავლეთით, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თანერ ილდიზის განცხადებით, აფეთქების შედეგად ნანგრევებს შორის 787 ადამიანია მოყოლილი, ასობით ადამიანი კი, დაშავებულია. მისივე თქმით, აფეთქების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
ამასთან, თანერ ილდიზის განცხადებით, მაღაროელთა დაღუპვა მხუთავი აირით მოწამვლამ გამოიწვია.
ტრაგედია მანისას პროვინციის ქალაქ სომაში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები