14 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა ხსენების დღეს – თამარობას აღნიშნავს.დღეს,საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა,მათ შორის დიდუბის წმინდა ღვთისშობლის სახელობის ტაძარში,სადაც თამარ მეფემ ჯვარი დაიწერა.თამარ მეფის ხსენების დღეს – თამარობას საქართველოში, როგორც ეროვნულ დღსასწაულს 1917 წლიდან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აღნიშნავენ.
ისტორიკოსები და პოეტები ხოტბას ასხამდნენ მას, ფუნჯის ოსტატები ხატავდნენ თამარს. თამარი იქცა ქართველი ხალხის სათაყვანებელ პიროვნებად. ძველი საქართველოს მოღვაწეებიდან ყველაზე მეტი პოემა, ლექსი და ლეგენდა თამარისადმია მიძღვნილი (მათ შორის ჩახრუხაძისა და შავთელის ოდები, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”). ლეგენდის თანახმად თამარი უდიდესი განძითურთ საიდუმლო ადგილას უნდა იყოს დაკრძალული გელათის მონასტერში, ქუთაისთან, დასავლეთ საქართველოში. ქართველ მკვლევართა მოსაზრებით თამარი გელათის ერთ-ერთ ნიშაში უნდა იყოს დამარხული. მე-12 საუკუნის ლიტერატურული წყაროებიდან თამარ მეფეს უთქვამს: “ჩემთა წინაპართა მიწას, გელათის მონასტერს მიმაბარეთ მე…”. მეორე ჰიპოთეზის თანახმად თამარი გელათის ახალ მონასტერში უნდა იყოს დაკრძალული. დღემდე მისი საფლავის მოკვლევა ვერ მოხერხდა.
მასალის გამოყენების პირობები