თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა მას შემდეგ,რაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქვანახშირის მაღაროში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად.
ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა, სულ ცოტა, 205 მაღაროელი და მიწისქვეშ რჩება კიდევ ასობით ადამიანი. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ თანერ ილდიზის მონაცემებით, აფეთქების დროს მიწისქვეშ იმყოფებოდა 787 მუშა. აფეთქება 13 მაისს მოხდა სომის მაღაროში, ზღვისპირა ქალაქ იზმირის ჩრდილო-აღმოსავლეთით 120-მდე კილომეტრში. ადგილობრივ საავადმყოფოსთან მაღაროელების ასობით ნათესავი და კოლეგა შეიკრიბა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ალბანეთში ვიზიტი გააუქმა მაღაროში კატასტროფის გამო.
მასალის გამოყენების პირობები