თურქეთში, მანისას პროვინციაში სომას მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 282-მდე გაიზარდა. "ბიბისის" ცნობით, 90-ზე მეტი ადამიანი უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოებშია მოთავსებული.
ამასთან, მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში კვლავ რჩება 100-მდე ადამიანი.
თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დღეიდან 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
წინასწარი ინფორმაციით, სომას მაღაროში აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
www.bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები