საზოგადოება
ეკოლოგიური განგაში გალაპაგოსის კუნძულებთან
ეკვადორის ხელისუფლებამ გალაპაგოსის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცახადა. გასულ კვირას, კუნძულ სან - კრისტობალთან მეჩეჩზე ტანკერი “გალაპაფეისი ” შეჯდა , რომელსაც დიზელის საწვავი გადაჰქონდა. ხომალდი არსებული შხამიანი ნივთიერებების ოკეანეში მოხვედრის შემთხვევაში, არქიპელაგის ეკოსისტემას ავარიით ემუქრება. ეკოლოგები ხომალდთან მორიგეობენ, რათა თავიდან აიცილონ სახიფათო ტვირთის ოკეანეში ჩადინება.
ეკვადორის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტვირთის ნაწილი უკვე ევაკუირებულია, იმ იმედით, რომ ოკეანის მაღალი მოქცევა და მიქცევა, შემსუბუქებული გემის მეჩეჩიდან მოხსნას შეუყობენ ხელს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები