თურქეთში, სომას მაღაროში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 284-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. "ბიბისის" ცნობით, ნანგრევებში ამ დრომდე რჩება 18 ადამიანი. აფეთქების შედეგად 122 მაღაროელი დაშავებულია.
ამასთან, მაღაროს მფლობელი კომპანია უარყოფს მფლობელთა მხრიდან გამოჩენილ გულგრილობას და აცხადებს, რომ კომპანია ზრუნავდა თანამშრომელთა სამუშაო პირობების უსაფრთხოებაზე.
"ჩვენ აქამდე არ ვიცით, რატომ მოხდა ეს ტრაგედია. ჩვენს კომპანიას გულგრილობა არ გამოუჩენია", - განაცხადა "სომა ჰოლდინგის" წარმომადგენელმა აკინ ჩელიკმა.
სომას მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო, თურქეთის რამდენიმე ქალაქი საპროტესტო აქციება მოიცვა. აქციის მონაწილეები ერდოღანის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. სტამბოლსა და ანკარაში მომიტინგეები გუშინ პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა.
მასალის გამოყენების პირობები