ფილარმონიიდან სამების მიმართულებით მრევლმა მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში მონაწილე მრევლს სასულიერო პირები მიუძღვებიან.
მსვლელობის მთავარი ლოზუნგი - "17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა" მსვლელობის მონაწილეებს დიდი ტრანსფარანტების სახით აქვთ წარმოდგენილი.
გარდა ამისა, მრევლს აქვს სხვადასხვა სახის პლაკატები, წარწერით: "არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ამ კანონს", "სულიერი სიკვდილი ფიზიკურზე საშინელია", "მამათმავლობა ცოდვაა, გარყვნილება და პათოლოგიაა", "დაერმორჩილეთ ერისა და ბერის მოთხოვნას" და ა.შ.
მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია.
სასულიერო პირები გზის კურთხევას ახორციელებებენ, მსვლელეობის მონაწილეები კი საგალობლებს ასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები