რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ამ დროისთვის 17 მაისის ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციას ორგანიზებას უწევს ბასილ მკალავიშვილი, რომელიც თავისი მრევლით არის პარლამენტთან მისული. პარლამენტთან იმყოფებიან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრეები, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლეობით სიტყვით გამოდიან.
როგორც ბასილ მკალავიშვილი აცხადებს, ისინი აპროტესტებენ პარლამენტის მიერ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს და მას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ. მისივე თქმით, ისინი საქართველოში მამათმავლობის დაკანონებას არ დაუშვებენ.
აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. მათ შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები უჭირავთ: "ჩვენ არ დავუშვებთ სოდომ-გომორის ცოდვებს, "მამათმავლებო, შორს საქართველოდან".
მასალის გამოყენების პირობები