დარიალის ხეობაში, მდინარე თერგში მილიონი კუბური მეტრი მიწის მასაა ჩამოსული, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ დარიალის ხეობაში სტიქიის ადგილის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. კალაძის განცხადებით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მეწყერმა რამდენიმე სატვირთო მანქანა მოიყოლა.
"პრემიერის დავალებით, ყველა სამინისტრო მობილიზებულია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება დროულად მოგვარდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მომხდარი "დარიალი ჰესის" მშენებლობას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამას მომხდართან კავშირი არ აქვს.
"ამ ეტაპისთვის საშიშროების საფრთხე არ არსებობს, რადგან დაგუბებული მდინარის დონემ რამდენიმე მეტრით დაიწია და წყალმა დაიწყო გადინება", - განაცხადა კახა კალაძემ.
დარიალის ხეობაში მთის ფერდობი გუშინ მოწყდა.
მასალის გამოყენების პირობები