"დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეროვნული პირველობის ბოლო ტურში, დინამომ" "რუსთავის მეტალურგი",ანგარიშით - 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლის ავტორი ესპანელი ფეხბურთელი ჩისკო გახდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. "დინამოს" საჩემპიონო თასი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ გადასცა.
საქართველოს ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი "დინამო" მე-15-ედ გახდა.
თბილისური კლუბი სეზონის ბოლო მატჩს, საქართველოს თასის ფინალში ჩაატარებს.
21 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, "დინამო"-ს მეტოქე საჩხერის "ჩიხურა" იქნება.
მასალის გამოყენების პირობები