Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10403151_820238594671571_5525653475702250790_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
დარიალის ხეობაში გადაადგილება აიკრძალა
დარიალის ხეობაში გადაადგილება აიკრძალა. ამის მიზეზად შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მყინვარწვერზე არსებული მეწყერსაშიში ზონა დაასახელა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მყინვარწვერზე დარჩენილია მოუწყვეტელი მეწყრის ნაწილი, რის გამოც გადაადგილება შეზღუდულია როგორც ტრანსპორტის, ისე მოქალაქეებისთვის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის. "გადაადგილება შეზღუდულია უსაფრთხოებისთვის. მყინვარზე ჩვენ მობილიზებული გვყავს ალპინისტების ჯგუფი, ასევე მესაზღვრეები და მეწყრის დარჩენილი ნაწილის დაძვრის შემთხვევაში ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას, რათა თავიდან ავიცილოთ კატასტროფა. სიტუაცია მაქსიმალურად კონტროლდება, რადგან ხელახალი მეწყრის შემთხვევაში მოხდეს იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია", - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, ჭიკაიძის თქმით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 7 პირი, რომელთა შორის შესაძლოა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, როგორც შს მინისტრმა განაცხადა, გაკეთებულია ახალი კალაპოტი და შესრულებულია გაწმენდითი სამუშაოების 60-70%. მისივე თქმით, მაქსიმალური კონტროლია დაწესებული ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, სადაც შს სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. "გაფრთხილებულია აბსოლუტურად ყველა სასაზღვრო პუნქტი, რომ ლარსის პუნქტთან გადაადგილება არის შეუძლებელი. შესაბამისად, სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება არ ხდება", - განაცხადა ჭიკაიძემ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გუშინ ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. დარიალის ხეობაში სამუშაოები გრძელდება. ალექსანდრე ჭიკაიძე უკვე მეორე დღეა ყაზბეგში იმყოფება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას ვითარება პირად კონტროლზე აქვს აყვანილი და რეგიონში დარჩება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.