პირველკლასელთა "ონლაინ" რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის 5 ათას 390 ბავშვია დარეგისტრირებული. რეგისტრაცია 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
აპლიკაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
სარეგისტრაციო ფორმაში მშობელმა მოსწავლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მშობლის პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი უნდა ჩაწეროს.
რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს. სისტემა არეგისტრირებს მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 2015 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ.
მასალის გამოყენების პირობები