გავლენიანმა უკრაინელმა ბიზნესმენმა და მეწარმემ, რინატ ახმეტოვმა, დონბასის მცხოვრებლებს რეგიონში სეპარატიზმისა და სისხლის ღვრის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი გაფიცვის ჩატარებისკენ მოუწოდა.
სამშაბათს, ადგილობრივი დროით 12 საათზე , ახმეტოვის საწარმოებში გაფიცვაში მონაწილეობის აღსანიშნავად საყვირები ახმაურდება. მილიარდერის საგანგებო მოწოდება ტელეარხ „უკრაინა“-ს ეთერში გავიდა, რისთვისაც ჩვეულბერივი მაუწყებლობა დროებით შეწყდა. რინატ ახმეტოვმა ყველას მოუწოდა შეუერთდნენ აქციას, მათ შორის ავტომობილების მფლობელებსაც, რათა ყოველ დღე, შუადღეს, გაისმას საყვირის ხმა, მანამ, სანამ დონბასში მშვიდობა არ აღდგება.
47 წლის რინატ ახმეტოვი, უკრაინის ყველზე მდიდარ ადამიანად ითვლება. ჟურნალი Forbes-ი მის პირად ქონებას 15,4 მილიარდ დოლარად აფასებს. მისი ბიზნეს-ინტერესების სფეროა:მეტალურგია და საწვავ-ენერგეტიკული სექტორი.
მასალის გამოყენების პირობები