დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში გზის გამწმენდი სამუშაოები გრძელდება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი აცხადებს,რომ დღეს, სავარაუდოდ ტერიტორიის დაგუბებული წყლისგან დაცლა მოხერხდება, რომ მდინარე თერგი თავის კალაპოტს დაუბრუნდეს.
მისივე თქმით, ტბის დაცლა ტექნიკას ორივე მხრიდან სამუშაოების წარმოების საშუალებას მისცემს.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ჩამოწოლილი მასის ქვეშ სავარაუდოდ ორი ტრაილერია მოქცეული. დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება.
დარიალის ხეობაში მთა 17 მაისს მოწყდა.
მასალის გამოყენების პირობები