22 მაისს, ქართველ მსახიობს - ლევან აბაშიძეს, რომელიც 1992 წელს, სოხუმში, აფხაზეთის ომში დაიღუპა, 51 წელი შეუსრულდებოდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 23 მაისს, 18:00 საათზე, კინოს სახლში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კინო და მედია კომუნიკაციის შემსწავლელი ცენტრის ინიციატივით, მოეწყობა ვახტანგ კოტეტიშვილის ფილმის, სახელწოდებით "ანემია" (1987), ჩვენება.
ლევან აბაშიძეს გაიხსენებენ კინოხელოვანები, კინომცოდნეები, მეგობრები.
მასალის გამოყენების პირობები