საბერძნეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, - ამის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა გიორგი არჩემაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია და დაშავებულიც მხოლოდ ერთი ბრიტანელი ტურისტია.
"მიწისძვრა მოხდა საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვაში და მისი სიმძლავრე რიხტერის შკალით 6,3 ბალს შეადგენდა. მას არ მოჰყოლია მასშტაბური ნგრევა და დაზიანებები, მსხვერპლიც არ არის. მცირე დაზიანება მიიღო ბრიტანეთის ერთმა მოქალაქემ, რომელსაც გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მუშაობს ჩვენი ცხელი ხაზი და ყველას შეუძლია დარეკვა დახმარების საჭიროების შემთხვევაში", - განაცხადა კონსულმა.
მისივე განმარტებით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ათენშიც, თუმცა ის არ იყო ძლიერი, ვინაიდან დედაქალაქი ეპიცენტრიდან საკმაოდ შორს მდებარეობს.
საბერძნეთში მიწისძვრა გუშინ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები