რეგიონული ტურნეს ფარგლებში, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის რეგიონს ეწვევა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოში, სოფელ ლამბალოს მშენებარე სკოლას დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
დაგეგმილია თელავის საავიაციო უნივერსიტეტში სტუმრობა. მთავრობის მეთაური ღვინის ქარხანასაც მოინახულებს, ახლად გაშენებულ ვენახებს დაათვალიერებს და მევენახეებს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები