საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, ტრადიციული ყვავილების ფესტივალი "ვარდობისთვე თბილისში 2014" წელს 10 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი 25 და 26 მაისს სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერსა და მის მიმდებარე ქუჩებზე (შარდენის ქუჩა, ბამბის რიგი) გაიმართება.
წლევანდელ საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ გამწვანების კომპანიები, ყვავილების მაღაზიები და კერძო კოლექციონერები.
26 მაისს "ვარდობისთვე თბილისში", საიუბილეო ექსპოზიციით, პარალელურად რუსთაველის გამზირზე I კლასიკური გიმნაზიის წინ, 12:00-20:00 საათამდე იქნება წარმოდგენილი.
ტრადიციულად "ვარდობისთვე თბილისში" თბილისის მერიის დაფინანსებით გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები