Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/377836_269967409781577_363243992_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
მთელი საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი დაიწყო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო სეზონი 2082 საჯარო სკოლაში დაიწყო. ახალი სასწავლო წლისთვის სარეაბილიტაციო სამუშაო წელს 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა. იხსნება სკოლები კახეთში, სამეგრელოსა და გურიაში. 140 ათასი მოსწავლე, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. სახელმძღვანელოები გადაეცემათ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს (70001-ზე ნაკლები ქულით); იმ ოჯახების მოსწავლეებს, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში; 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს. სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე მილიონამდე წიგნი გაიცემა. ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში პრეზიდენტის საჩუქარი  ნეტ-ბუკი დახვდება . „ახალი სასწავლო წლისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის შენობა განახლებულია და ყველა მათგანში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყო“ - უცხადებს რადიო “ათინათს“ ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა ქებურია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 21  საჯარო სკოლიდან 20–ს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ოდიშის საჯარო სკოლას კი რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საფუძვლიანი რემონტი დასჭირდა. რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებს, წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.