რომის პაპმა, რომელიც წმინდა მიწაზე რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ქრისტიანებს, იუდეველებს და მუსულმანებს შერიგებისკენ მოუწოდა. მან სამივე რელიგიის მიმდევრებს თხოვნით მიმართა, ილოცონ და იშრომონ ერთად “ სამართლიანობისა და მშვიდობისათვის”.ასევე, იმისთვის, რომ იერუსალიმის წმინდა ადგილების მოლოცვა ყველა მორმწმუნეს შეეძლოს და შეჩერდეს ნებისმიერი ძალადობა.
ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი და პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასი, რომის პაპმა ვატიკანში მიიწვია, რათა ერთად ილოცონ მშვიდობისთვის წმინდა მიწაზე.
მასალის გამოყენების პირობები