საბერძნეთის სასამართლო დღეს დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხის განხილვას. ახალაიას საქმეზე საბერძნეთის სასამართლოში დღეს მეორე პროცესი იმართება. ექსტრადირების საკითხის განხილვა 27 მაისს დაიწყო.
დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე, ირაკლი შოთაძე გამოეხმაურა.მისი განცხადებით, ახალაიას ექსტრადირების საკითხის განხილვა საბერძნეთში სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება.
"საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, საბერძნეთის სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა. დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე პროცესები უკვე დაიწყო და სავარაუდოდ, ერთ კვირაში დამთავრდება", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
ცნობისთვის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენის ყოფილი უფროსი დათა ახალია საბერძნეთის ქალაქ პატრასში დააკავეს. პატრასის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ახალაია იტალიაში გადასვლას ოთარ ურუშაძის სახელით ცდილობდა.
მასალის გამოყენების პირობები