31 მაისს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები“ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „გახდი მშვიდობის მშენებელი“. პროექტი ხორციელდება ოთხ საუნივერსიტეტო ქალაქში: ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში.
პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას მშვიდობის მშენებლობის საკითხზე, მათ გააქტიურებასა და წახალისებას შესაძლებლობების გამოსავლენად, რისთვისაც მათ ჩაუტარდებათ 2 დღიანი ტრენინგი მშვიდობის მშენებლობის, მოლაპარაკების მეთოდების, პროექტის წერისა და პროექტის მენეჯმენტის შესახებ.
ტრენინგში მონაწილეობას თითოეულ ქალაქში 20 ახალგაზრდა მიიღებს, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან. პროექტის ფარგლებში გამოვლინდება გამარჯვებული იდეა, რომელიც დაფინანსდება. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.
მასალის გამოყენების პირობები