როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, ყველა იმ სკოლასა და საბავშვო ბაღში, სადაც მენინგიტის შემთხვევების გამო სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო, ხვალიდან მეცადინეობები ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ამ მხრივ გამონაკლისი არ არსებობს.
„დაავადების გავრცელების საფრთხე მოიხსნა და გამონაკლისი სკოლები და საბავშვო ბაღები არ არსებობს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სკოლებში (მეექვსე კლასების ჩათვლით) და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 22 მაისიდან იყო შეწყვეტილი. ასეთი გადაწყვეტილება განათლებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს ერთობლივად ჰქონდათ მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები