საზოგადოება
ლავროვი და ქერი პარიზში უკრაინის კრიზისს განიხილავენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, დღეს, პარიზში ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. სავრაუდოდ, დიპლომატები უკრაინის კრიზისს, ასევე სირიის შიდა კონფლიქტს და ახლო აღმოავლეთის ამ ქვეყნიდან ქიმიური იარაღის გატანის საკითხებს განიხილავენ. დღესვე, 5 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შეხვედრა შედგება. შეხვდრის მთავარი თემა , როგორც აღინიშნა, უკრაინის კრიზისი იქნება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები