პაკისტანის ქალაქ კარაჩის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
"ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ კარაჩის აეროპორტში თავდასხმაზე. ეს არის ჩვენი გზავნილი პაკისტანის მთავრობის მიმართ, რომ ჩვენ ისევ ვარსებობთ და რეაგირებას ვახდენთ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილზე, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლი არიან", - განაცხადა "თალიბანის" პრესმდივანმა შაჰიდულა შაჰიდმა.
ამასთან, აეროპორტში დღეს დილით ადგილობრივმა სამხედროებმა კვლავ განაახლეს სპეცოპერაცია თავდამსხმელთა წინააღდმეგ.
კარაჩის აეროპორტს გუშინ 10 ადამიანი დაესხა თავს. მათ აეროპორტის შენობაში ხელყუმბარები ისროლეს და ცეცხლი გაუხსნეს აეროპორტის დაცვას. თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები