ეგვიპტის თავდაცვის ექს-მინისტრი აბდელ ფათახ ალ-სისი საპრეზიდენტო არჩევენების გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდა. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მან ხმათა თითქმის 97% მიიღო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნები,რომელიც სამ დღეს გაგრძელდა, დასრულებულია.
ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სულ ორი კანდიდატი :ფელდმარშალი აბდელ ფათახ ალ-სისი და მემარცხენე ძალებისგან -ჰადმინ საბხი იღებდა.
26 მაისს გამართული არჩევნები ორდღიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო მისი კიდევ ერთი დღით გაგრძელება გადაწყდა.
მასალის გამოყენების პირობები