კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის რომან შამათავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ შს სამინისტროს ბრალდება დავით ცინდელიანის მკვლელობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგანაც შამათავა მკვლელობის პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა.
„ამ საქმეშიც გამართლდება შამათავა, რადგანაც მას საქმესთან შემხებლობა არ აქვს. არსებობს გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ ის საერთოდ არ იმყოფებოდა ამ დროს საქართველოში და ჩვენ ამ მტკიცებულებებსაც მოვიპოვებთ. ბრალის ჩამონათვალში არიან კონკრეტული პირები, აქედან 2 არის გარდაცვლილი. ეს ადამიანები სხვა საქმეებშიც არიან მოწმედ გამოყენებული“,- განაცხადა ველიჯანაშვილმა.
წყარო: frontnews.ge
მასალის გამოყენების პირობები