Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/1385039999_brasil20world-cup-2014.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/1385039999_brasil20world-cup-2014.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/1385039999_brasil20world-cup-2014.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/1385039999_brasil20world-cup-2014.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ბრაზილიაში ხვალ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება
ბრაზილიაში ხვალ მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ქალაქ სან პაულუში, "კორინთიანსის" სტადიონზე გაიმართება , რის შემდეგაც ერთმანეთს მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები და ხორვატია დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. ფინალური მატჩი კი 13 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში, ლეგენდარულ "მარაკანაზე" გაიმართება. გახსნის ცერემონიალს 600-ზე მეტი მონაწილე ეყოლება, რომლებიც წარმოდგენას გიგანტური დიოდის ბურთის გარშემო გამართავენ. მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერას – We Are one (ole ola) ჯენიფერ ლოპესი, პიტბული და ადგილობრივი ბრაზილიელი მომღერალი კლაუდია ლეიტე ასრულებენ. ცერემონიალს 60 000 ადამიანი დაესწრება, ტელევიზიით კი მას დაახლოებით მილიარდამდე ადამიანი უყურებს. გახსნით მატჩს მსოფლიოს 20 ლიდერი დაესწრება, მათ შორის ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მუნდიალში მონაწილეობას 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს. ისინი შესარჩევი ეტაპის შედეგად გამოვლინდნენ, ბრაზილიას კი, როგორც მასპინძელ ქვეყანას, პირდაპირ ჰქონდა მონაწილეობის უფლება მოპოვებული. ჩემპიონატის ფარგლებში სულ 64 მატჩი ჩატარდება, რომელსაც ბრაზილიის ახალი ან რეაბილიტირებული 12 სტადიონი უმასპინძლებს. გუნდები "ბრაზუკას" სახელწოდების მქონე ბურთით ითამაშებენ. თამაშები შემდეგ ქალაქებში ჩატარდება: რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია, სან პაულუ, ფორტალეზა, ბელუ ორიზონტე, პორტო ალეგრი, სალვადორი, რესიფე, კუიაბა, მანაუში, ნატალი და კურიტიბა. სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალებები და ბუკმეკერული ორგანიზაციები მუნდიალის მთავარ ფავორიტად მასპინძელ გუნდს ასახელებენ, შემდეგ მოდიან: არგენტინა, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, ბელგია, პორტუგალია და ჰოლანდია. მათ გარდა, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ: ალჟირი, ავსტრალია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კამერუნი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, ხორვატია, ეკვადორი, განა, საბერძნეთი, ჰონდურასი, ირანი, კოტ დივუარი, იაპონია, მექსიკა, ნიგერია, რუსეთი, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, აშშ და ურუგვაი. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო ბრაზილიაში ასპარეზობის საშუალება არ მიეცათ მსოფლიოს ისეთ საფეხბურთო ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ფრენკ რიბერი (საფრანგეთი), რადამელ ფალკაო (პორტუგალია) და მარკო როისი(გერმანია). თუმცა, გულშემატკივარი მუნდიალზე იხილავს მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელს – კრიშტიანუ რონალდუს (პორტუგალია) და ლიონელ მესის (არგენტინა), ასევე ნეიმარს (ბრაზილია), უეინ რუნის (ინგლისი), ლუის სუარესს (ურუგვაი), ანდრეს ინიესტას (ესპანეთი) და სხვებს. ჩემპიონატს წინ უძღვოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები. ბრაზილიის მოქალაქეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოყოფილ დიდი რაოდენობით თანხებს აპროტესტებდნენ. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია, რომელმაც 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის ფინალში ჰოლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ყველაზე მეტჯერ (ხუთჯერ) მსოფლიო თასი (ქალღმერთ ნიკეს თასი) ბრაზილიას აქვს მოპოვებული. ნიკეს თასის მფლობელები ასევე არიან: იტალია (4), გერმანია (3), არგენტინა (2), ურუგვაი (2), საფრანგეთი (1), ინგლისი (1) და ესპანეთი (1). ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ტურისტების მოზღვავებას ელოდება. როგორც ხელისუფლებაში მიიჩნევენ, ტურისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას 4 მილიონამდე ავა, რაც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ სარგებელს მოუტანს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.