თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური გზის 146-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, გადაადგილების აკრძალვა დილით, 08:00 საათზე მოიხსნა.
"როგორც ცნობილია, წუხელ მთიდან ქვების მცირე მასა, ასევე ხის ფიჩხები ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე მაშინვე მივიდნენ, ტერიტორია შემოღობეს და გაწმინდეს, თუმცა საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნით 01:00 საათიდან გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა და გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მარშრუტით ხორციელდებოდა. აღნიშნული შეზღუდვა უკვე მოხსნილია", - განმარტეს გზების დეპარტამენტში.
მასალის გამოყენების პირობები