აშშ - ის ექს-პრეზიდეტი ჯორჯ ბუში უფროსი 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად პარაშუტით გადმოხტომას აპირებს, წერს Associated Press. ამის შესახებ ამერიკის 41- ე პრეზიდენტმა თავის თვითერზე დაწერა. სავრაუდოდ, ბუში-უფროსი ნახტომს თავისი საზაფხულო სახლის მახლობლად განახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტი ბოლო დროს ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, მისი პრეს-მდივნის მტკიცებით, ბუშს უყვარს მძაფრი შეგრძნებები. ხუთი წლის წინ, ექს-პრეზიდენტმა სწორედ ამ გზით აღნიშნა 85 წლის იუბილე. პრეს-მდივანი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს თავისი ნახტომით იმის დამტკიცება სურს, რომ ხანდაზმულ ადამიანებსაც შეუძლიათ აქტიური ცხოვრება.
მასალის გამოყენების პირობები