„ფორმულა - 1“ - ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი გრენობლის (საფრანგეთი) საავადმყოფოს სპეციალურ, სარეაბილიტაციო განყოფილებაში გადაიყვანეს, წერს გერმანული გამოცემა Bunte. გასულ კვირას ალენსბახეს კლინიკის სარეაბილიტაციო განყოფილებამ უარყო ინფორმაცია შუმახერის იქ ყოფნის შესახებ. სააგენტო DPA -ის ინფორმაციით შუმახერი გრენობლში რჩება.
Bunte აღნიშნავს, რომ მიუხედავად შუმახერის გამოჯანმრთელების დაბალი შანსებისა, ყოფილი ავტომრბოლელს სარეაბილიტაციოა პროცედურებისთვის ამზადებენ.
გამოცემა იტყობინება, რომ ის ნევროლოგიის განყოფილებიდან, სხვა სპეციალიზირებულ, სარეაბილიტაციო განყოფილებაში გადაიყვანეს. შუმახერმა თავის მძიმე ტრავმა დეკემბერში თხილამურებზე სრიალისას მიიღო, მას შემდეგ ის ხელოვნური კომაში იმყოფება. აპრილში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში გარკვეული პროგრესი შეინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები