ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" 500-მდე წარმომადგენელი დააკვირდება. მისიის წევრები კენჭისყრის პროცედურას მონიტორინგს გაუწევენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 77 ოლქსა და 400 უბანში.
ორგანიზაციაში იმუშავებს "ცხელი ხაზი", სადაც დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იქნება შესაძლებელი, არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ცნობები კი ანალიტიკურ ბაზაში განთავსდება, რომლის დამუშავების შედეგებსაც ორგანიზაცია ანგარიშში წარმოადგენს.
საიას სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაციაზე ახალი ინიციატივის შესახებაც გახდა ცნობილი - შეიქმნა სადამკვირვებლო ლიგა, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები